22-07-2019
14:00 საათზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პროკურატურაში ოქრუაშვილის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანს. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ხალვაშის ინტერესების დამცველებმა აცნობეს. განცხადებას უწყებაში ადვოკატი ნინო ბარაჩაშვილი ჩააბარებს.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს, 19 ივლისს, თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შევიდა. ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.
ოქრუაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო და თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს. სარჩელი ოქრუაშვილის ადვოკატმა შეიტანა.