გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პო­ლო­ნეთ­ში, სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტი­დან გადმოვარდა და ხერხემალი დაუზიანდა, ოპერაცია ჩაუტარდა

22-07-2019

საქართველოს საკონსულო პოლონეთში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე ბუხულეიშვილის საწარმოო ტრავმის შესახებ ინფორმირებულია, - ამის შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს კონსულს პირადად აქვს კომუნიკაცია დაშავებულთან და მისი ოჯახის წევრებთან. საუბარი შედგა საკონსულოსა და იმ კომპანიის დირექტორს შორის, სადაც დასაქმებული იყო საქართველოს მოქალაქე.


„ალექსანდრე ბუხულეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პოლონეთში საქართველოს კონსული მუდმივ კომუნიკაციაშია მკურნალ ექიმთან, რომელიც აცხადებს, რომ მდგომარეობა მარტივი არ არის. ამ დროისთვის დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას გადაიყვანენ სარეაბილიტაციო ცენტრში. ამასთანავე, კონსულს კომუნიკაცია აქვს ქალაქ პოზნანში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც ეხმარება ექიმებთან კომუნიკაციასა და მისთვის ყველა ინფორმაციის თარგმნაში“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


შეგახსენებთ პო­ლო­ნეთ­ში, სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტი­დან მუშა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 27 წლის ალექ­სან­დრე ბუ­ხუ­ლე­იშ­ვი­ლი გად­მო­ვარ­და, რო­მე­ლიც ხერ­ხემ­ლის მძი­მე და­ზია­ნე­ბით კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.




https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930