გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი იწვის

22-07-2019

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი უკრაინული გემი „ივან გოლუბეცი“ იწვის. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.


მისი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 90 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა.


ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო. ძლიერი დაკვამლიანების გამო კაპიტანმა ეკიპაჟს გემის დატოვების ბრძანება მისცა.


ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, გემის ეკიპაჟი სხვა გემებზე გადასვეს, ვინაიდან მავრიტანიის ფლოტის შემადგენლობაში სახანძრო და სამაშველო გემები არაა.


გემს დიზელური საწვავი და თევზეული გადაჰქონდა.




https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930