22-07-2019
უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რომლესაც საარჩევნო ბიულეტენები გადაჰქონდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ოლქის პოლიცია ავრცელებს.
ავარია ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილთან შეჯახების შედეგად ამოტრიალდა.
ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო პოლიციელმა ქალმა.
ბიულეტენები, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაჰქონდათ, არ დაზიანებულა.