22-07-2019
პროფესორი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება.
მისი აზრით, სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ედიშერ გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა, იმაზე, რომ ქიბარ ხალვაშს სურს, „რუსთავი 2“ - ის სარედაქციო პოლიტიკა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც თანამედროვე ცივილიზებული მედია ეფუძნება.
„სტრასბურგის სასამართლომ სავსებით სამართლიანი საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა რუსთავი 2-ის და სხვა საქმეებთან დაკავშირებით. ჰოდა აკრიახდა საქართველოს ნიღაბაფარებული ე.წ. "სადმოკრატეთი" ანუ თანამედროვე ნეოლიბერალური ბოლშევიკები. მათი ლოგიკით ვინც მათთან არ არის მათი მტერია და სტრასბურგიც უყოყმანოდ გამოაცხადეს დემოკრატიის და თავისუფლების მტრად. ანუ შეგვიძლია ხმამაღლა დავიძახოთ ეს ე. წ. ყალბი სუბიექტები თავიდან ბოლომდე შიშვლები არიან.......
ვფიქრობ კარგი განცხადება გააკეთა ტელევიზიის ახლანდელმა მფლობელმა ქ. ხალვაშმა. მის განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც თანამედროვე ცივილიზებული მედია ეფუძნება. გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ აუდიტორიას შეურაცხყოფა არ მიაყენოს, დაიცვას ეთიკური სტანდარტი, არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება და ა.შ.
აქედან გამომდინარე.
1. სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშის განცხადება „რუსთავი 2“-ის მიერ და ზოგიერთი NGO-ს მიერ აღქმულია, როგორც სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „რუსთავი 2“ საერთაშორისოდ აღიარებულ, ცივილიზებულ მედიასტანდარტებს არ ცნობს და არ ეთანხმება. 2 ანუ გამოდის, რომ
მათთვის სტანდარტის დაცვა ითვლება შეტევად?
თუ მოთხოვე, რომ შეგნებულად არ იცრუოს ჟურნალისტმა, რომ იცი რომ ტყუილია, და ეს არ გაავრცელოო - ეს არის დამოუკიდებლობის შეზღუდვა?
რომ ეუბნები შეურაცხოფა არ მიაყენო - ესაა დამოუკიდებლობის შეზღუდვა?
რომ ეუბნები რომ გინება არ უნდა ისმოდეს ეკრანიდან - ესაა შეზღუდვა?
რომ ეუბნები ყველა მხარეს მიეცი საშუალება აზრის გამოხატვის? 3. მათი რეაქციები არის აღიარება, რომ „რუსთავი 2“ მედია არ არის. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, „რუსთავი 2“ არის მედია, თუ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ამას გვარამია აცხადებს. 4. დიახ, სწორედ მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და გამოცდილი ადამიანების მოწვევა, ჩარევა არის საჭირო, რომ „რუსთავი 2“ გახდეს ტელევიზია და არა პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ტელევიზიის სახელით“, - წერს ედიშერ გვენეტაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ქიბარ ხალვაშის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მისი სურვილია, „რუსთავი 2“ - ის სამართავად ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერის მოწვევა.