გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო დაინტერესებულია ასოცირებულმა ქვეყნების მიერ ევროკავშირთან თანამშრომლობის ბენეფიტების სამმხრივ ფორმატებში გამოყენებით

17-02-2018

საქართველო და მოლდოვა დაინტერესებულნი არიან ასოცირებულმა ქვეყნებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობები სამმხრივ ფორმატშიცგამოიყენონ. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ტუდორულიანოვიჩმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

მინისტრებმა ამ კონტექსტში განიხილეს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტური გამოყენება არა მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, არამედ სამმხრივ ფორმატში, რაც ამ ქვეყნებს საშუალებას მისცემს DCFTA-ის ეფექტური გამოყენებით ევროკავშირის ბაზაზე მოახდინონ ერთობლივი საწარმოების და ერთობლივი პროდუქტების რეალიზაცია. შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ორი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა განაგრძონ აქტიური მუშაობა ამ ინიციატივის რეალიზაციისათვის.


საქართველოსა და მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე ორმხრივი მხარდაჭერა, როგორც ევროპულიინტეგრაციის, ასევე ორივე ქვეყნის წინაშე არსებული საერთო გამოწვევების დაძლევის გზაზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე არსებულ თანამშრომლობა.


შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და მოლდოვას პროგრესს საერთო მიზნის - ევროპული ინტეგრაციის გზაზე და გამოიხატა მზაობა ამ მიმართულებით შემდგომი კოორდინირებული თანამშრომლობისთვის, როგორც რეფორმების იმპლემენტაციის, ასევე ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან მეტი დაახლოების მიზნით. დადებითად შეფასდა ბალკანეთის მიმართულებით ევროკავშირის შემდგომი გაფართოების განაცხადი, როგორც კარგი გზავნილი დასტიმული ასოცირებული ქვეყნებისთვის განაგრძონ ძალისხმევა ამ გზაზე.


საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელმა კოლეგას მიულოცა სუამ-ში მოლდოვის თავმჯდომარეობა და გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისათვის მოლდოვას ინიციატივებსა და ხედვებს.


მინისტრებმა მიმოიხილეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის საკითხი დამიმდინარე აგრესია. მათ გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო ფორმატებში რუსეთის აგრესიაზე სათანადო რეაგირებისთვის.


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიულოცა კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა, წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში და საქართველოში ვიზიტად მიიწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930