23-07-2019
„თუ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ რომ გამოძიება დაინტერესდეს ამ საკითხით, გაარკვიოს, ხომ არ მაგალითად თაღლითობის ნიშნები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ეს ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, ასევე არის ეს გამოძიების დაწყების საფუძველი - ხომ არ გვაქვს აქ სხვა დანაშაულის ნიშნები, როგორიცაა ფულის გათეთრება,- ამის შესახებ სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა რა სახსრებით შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ეს ქონება, რა არის იმ თანხების წარმომავლობა, რაც, როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის წილის შესაძენად გადაიხადა.
„თუ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ გამოძიება დაინტერესდეს ამ საკითხით და გაარკვიოს, ხომ არ არის დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები, მაგალითად თაღლითობის ნიშნები. თუ ეს ხელმოწერა არ არის ქიბარ ხალვაშის, მაშინ ვისი ხელმოწერა? ვინ გააყალბა ეს დოკუმენტი? იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ეს ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, ესეც ასევე არის ეს გამოძიების დაწყების საფუძველი - ხომ არ გვაქვს აქ სხვა დანაშაულის ნიშნები, მაგალითად ისეთის, როგორიც არის ფულის გათეთრება. რა სახსრებით შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ეს ქონება, რა არის ამ თანხების წარმომავლობა“- განაცხადა თამარ მახარობლიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს რუსთავი-2-ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირწმუნება, რომ წლების წინ ქიბარ ხალვაშის სახელით ტელეკომპანიის წილი მან იყიდა, რაშიც მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიხადა. როგორ მოახერხა ამ თანხის გადახდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ კითხვას თავს არიდებს. ამავდროულად, გენერალურ პროკურატურაში კიდევ ერთი განაცხადი შევიდა - ხალვაში-ოქრუაშვილის წინააღმდეგ. რუსთავი 2-ის მფლობელი ამბობს, რომ გაყალბებული ხელმოწერით ყოფილი თავდაცვის მინისტრი სხვისი ქონების მითვისებას ცდილობს.