გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით დვალი: ირაკლი ოქრუაშვილი აღიარებს, რომ უმაღლესი რანგის ძალოვანის სტრუქტურის მინისტრი ტელევიზიის წართმევაში და მითვისებაში მონაწილეობდა

23-07-2019

ირაკლი ოქრუაშვილი პირდაპ აღიარებს, რომ სახელმწიფო მოხელე, უმაღლესი რანგის ძალოვანის სტრუქტურის მინისტრი ტელევიზიის წართმევაში და მითვისებაში მონაწილეობდა ,- ამის შესახებ ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და ოქრუაშვილმა მადლობა გადაუხადეს იმისათვის, რომ ტელევიზია დათმო. 

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოქრუაშვილი მხოლოდ ერთხელ გვყავს ნანახი. უკვე ყველაფერი რომ დამთავრდა, გადაიფორმეს ტელევიზია, მერე შეგვხვდნენ სამივე ძალოვანი სტრუქტურის მინისტრი - ადეიშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი და მადლობა გადაგვიხადეს იმისათვის, რომ ჩვენ ტელევიზია დავთმეთ. პირდაპირ აღიარებს რომ სახელმწიფო მოხელე, უმაღლესი რანგის ძალოვანი სტრუქტურის მინისტრი მონაწილეობდა ტელევიზიის წართმევაში და მითვისებაში, მან პირადად მიითვისა. მგონია, რომ ძალიან პორკურატურისთვის ამ დეტალების გამოკვლევა საინტერესო უნდა იყოს, ვინაიდან სახეზეა დანაშაული“,- განაცხადა დავით დვალმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930