გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

23-07-2019

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედა-შვილის, ნ.კ.-ს და გ.კ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“, მეორე ,,ე“, და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გ.ყ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. კერძოდ, პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2014 წლის 14 დეკემბერს, ბრალდებულმა გ.ყ.-მ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით დაგეგმა და განახორციელა დედა-შვილის ნ.კ.-ს და გ.კ.-ს მკვლელობა. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.კ.-ს გვამი კასრში მოათავსა და მისი დაშლის მიზნით ქიმიური ხსნარი დაასხა, რის შემდეგაც დამარხა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში.

სამართალდამცველებმა გ.კ. საბერძნეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 2 ივნისს დააკავეს, რის შემდეგაც მის მიმართ ხორციელდებოდა საექსტრადიციო პროცედურები, რაც ქართული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა და გ.კ-ს ექსტრადირება 2018 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930