გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: გიორგი გახარიამ დაიცვა კონსტიტუცია , დაიცვა სახელმწიფო და ამას ვერ პატიობენ

24-07-2019

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აღნიშნავს, რომ  მათგან, ვინც ახლა გახარიას გადადგომას ითხოვს და ხელაფარებული დადიან , მათ ხელზე შავი ლენტი არ უნახავს მაშინ, როცა ორი ადამიანი მოკლეს და მაღაზიის თავზე შეაგდეს. ასევე, არცერთმა არ თქვა, რომ შტურმი პარლამენტის წინააღმდეგ დანაშაულია და ეს დანაშაულია ყველა ქვეყანაში.

,,არც ერთმა არ თქვა, რომ შტურმი პარლამენტის წინააღმდეგ ეს არის დანაშაული, ეს არის დანაშაული ყველა ქვეყანაში. ყველანი, გამოსულები ამ ნაციონალური მოძრაობიდან, ყველანი თავის ბელადს ბაძავენ, უნდათ რომ ზუსტად ისევე მოქმედებები განახორციელონ რასაც აკეთებდა სააკაშვილი, მაშინ შეიძლება „ნოუჰაუ“ იყო ეს, თუმცა როგორი „ნოუჰაუ“ იყო მე ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ ვთქვათ იგივე „კმარა“, იგივე ის მეთოდები, რომელიც სააკაშვილმა გამოიყენა გამოყენებული იყო სერბეთში, გამოყენებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში არაფერი ახალი , სააკაშვილის მოგონილი არ იყო. დრო გავიდა და შესაძლებლობა ჰქონდა ამ სექტას, რომ განვითარებულიყო, მაგრამ იქ დარჩნენ. ჩემს ფილმშიც არის ეს კადრები, სადაც ვარდების რევოლუციის დროს ხელებაწეული შედიან პარლამენტში და იგივე გაიმეორა მელიამ, მეტი ნიჭი მათ არ აქვთ . მე რასაც ვამბობ, ეს გავლილი და ნანახი მაქვს, გარკვეულწილად მონაწილეც ვიყავი, თუმცა პარლამენტის შენობაში არ შევსულვარ ,მე ამის წინააღმდეგი ვიყავი . იქ ხელისუფლება აღარ იყო. ძალიან კარგად ვიცი, რატომ ეცვათ ბრონიჟილეტი ყველას, იყო შეიარაღებული ხალხი ,იქ იყო ღალატი ,ასე ვთქვათ ხელისუფლების წარმოამდგენლების მხრიდან . ფაქტიურად ,სახელმწიფოს უღალატეს ,რაც არ გააკეთა გახარიამ . იმიტომ ვერ პატიობენ ,გახარიამ დაიცვა კონსტიტუცია ,გახარიამ დაიცვა სახელმწიფო. ის, რომ ადამიანები დაზარალდნენ ,ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის მტკივნეულია ის შედეგი, რაც დადგა ,მაგრამ გასაკვირი არ არის. ამ პროტესტანტებისგან, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს და ხელაფარებული დადიან , მაგათ ხელებზე შავი ლენტები არ მინახავს როცა ორი ადამიანი მოკლეს და შეაგდეს მაღაზიის თავზე, მე არ მახსოვს პროტესტი . იმ დღეს რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი და 15 ივნისს რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი ,რამდენი დასახიჩრდა და რამდენი იწვა საავადმყოფოში . რაღაცა მაშნ არ მახსოვს თვალახვეულები”,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელია ის რეაქციები,რომელსაც ვხედავთ ამ ვითომ აღშფოთებულებისგან.

,,მშვილდაძე მიხეილი არის იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც რუსთავი 2-ის რეკლამებს ყიდის ,ამიტომ ის თავისი ჯიბითა და მუცლით არის პირდაპირ დაკავშირებული ამ ორგანიზაციასთან . მასთან ერთად მუშაობს ,მაქარაშვილი , რუსული პარტიის პრესსპიკერი რომ იყო და მაშინ ეტყობა არ იყო საქართველო ოკუპირებული ,ან არ იცოდა, რომ საქართველო ოკუპირებულია. ეს არის "ნაციონალური მძრაობის" უნიჭო დადგმა “,- ამბობს ხაინდრავა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930