გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ მახარობლიძე: ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობას მტკიცე ნება აქვს გამოხატული

24-07-2019

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"დროული და ლოგიკურია დღევანდელი შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. რამდენიმე თვე მიმდინარეობდა გამოძიება და ამ დროის განმავლობაში დადასტურდა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს თიბისი ბანკთან, ისევე როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. 

ბანკი შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას, ხოლო ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობას მტკიცე ნება აქვს გამოხატული. ახლა საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც მხარეები, საკუთარი პოზიციების დასაცავად, ისარგებლებენ კანონით მინიჭებული ყველა უფლებით", - წერს მახარობლიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031