გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ თურქეთში თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაათვალიერა

24-07-2019

თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ISUZU-ს ქარხანას ეწვია და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. 

დედაქალაქის მერის თქმით, ავტობუსების პირველი პარტია თბილისში სექტემბრისთვის შემოვა. 

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწყობა. ყველა საგზაო პროექტში გათვალისწინებულია ზოლები ავტობუსებისთვის, რათა ისინი თავისუფლად, საცობების გარეშე გადაადგილდნენ. 

იცით, რომ „მანის“ ტიპის 90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ. მათგან 50 ერთეული ჩამოსულია და მოსახლეობას ემსახურება. „მანს“ გარკვეული შეფერხებები ჰქონდა წარმოებაში. ველოდებით კიდევ 40 ერთეულ ავტობუსს, რომელიც აგვისტოს ბოლოსთვის უნდა შემოვიდეს. რაც შეეხება ISUZU-ს, ეს არის 8-მეტრიანი 220 ერთეული ავტობუსი, რომლის პირველი პარტია სექტემბერში შემოვა და მისი შემოყვანა წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი, დამატებით, დაახლოებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზეც. 

„მათგან ასი გაზზე მომუშავე იქნება, ხოლო ასი - ელექტრო. ელექტროავტობუსების შესყიდვაზე კიდევ ველოდებით დასკვნებს. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გვეხმარებიან, რადგან ჩვენ არ გვაქვს ელექტროავტობუსების შესყიდვის გამოცდილება, თუ როგორი უნდა იყოს, დამუხტვის სისტემა, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ევროპული ქალაქებიც ეტაპობრივად, ელექტროავტობუსებზე გადადიან და ჩვენც, რადგანაც სიახლეა, ეტაპობრივად დავიწყებთ ამაზე მუშაობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვდა ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის ხელმძღვანელს თუგრუნ არიკანს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031