გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

24-07-2019

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, კ.გამსახურდიას ქ N35-ში მდებარე წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო (ბიუჯეტი - 700000 ლარი) რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.

ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. დღეს იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ტაო-ტბელი’’. 

დღეს,მიმდინარე სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა დაათვალიერეს.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ’’-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი ქ.ბათუმში არსებულ კიდევ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას გადახორციელებს (ნოე ჟორდანიას ქ.N14;

მაზნიაშვილის ქN6/აბაშიძის 15; კ.გამსახურდიას ქ.N13/აბაშიძის ქ.N23;) ასევე დააფინანსებს ქ.ბათუმში ,,ღვთისმშობლის შობის‘’ სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციას. (ბიუჯეტი -3 000 000 მდე)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930