24-07-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ოთო კახიძემ და რომან გოცირიძემ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
„შოთა უტიაშვილის ფეისბუქ პოსტზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“,-უთხრა „პირველს“ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ.
"არ მინახავს, უნდა ვნახო, არ მინდა კომენტარი", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.