გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინამ რუსული ტანკერი დააკავა

25-07-2019

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) რუსეთის ტანკერი NEYMA დააკავა.


ამის შესახებ ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.


აღსანიშნავია, რომ ტანკერი უკრაინული გემებისთვის ქერჩის სრუტის ბლოკირებისთვის დააკავეს.


"საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმების დარღვევით რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარისკაცებმა შეიარაღებული ძალებისა და ტანკერი NEYMA-ს გამოყენებით ქერჩის სრუტეში უკრაინის ხომალდების მოძრაობა უკანონოდ დაბლოკეს", - ნათქვამია მოხსენებაში.


უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ამჟამად მზადდება პეტიცია დაპატიმრებისთვის. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ასეთივე ქმედებების შედეგად უკრაინის სამხედრო გემები და 24 მეზღვაური 2018 წლის ნოემბერშიც დააკავეს.





https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930