25-07-2019
ამ წუთებში აქციაა თბილისში, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის სახლთან.
გორელი ახალგაზრდები მისგან გუშინ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
,,ნუ იმალები, მოიხადე ბოდიში, შოთა საქართველოს სირცხვილია", - სკანდირებენ შეკრებილები.
შოთა უტიაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა სტატუსი, სადაც აღნიშნავდა, რომ „აგვისტოს ომმა თავისი ყველა პლუს-მინუსით საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა“.