25-07-2019
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მის სახლთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.
უტიაშვილი, ადამიანებს, რომლებიც მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს ტროლების რაზმს უწოდებს.
"ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლიუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხლა იფლანგება თქო.
ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება - არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს.შსს-მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში", - წერს შოთა უტიაშვილი.