გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მესტიაჭალა ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა

26-07-2019

დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. პირველი დარტყმა ჰესის წყალმიმღებმა და სადგურმა მიიღო და დამცავი ფუნქცია შეასრულა. დაიტბორა მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ წყალმოვარდნის დროს ჰესმა მდინარის დინება შეანელა, სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე დასახლებას სტიქია არ შეხებია.

ხეობაში ძლიერი წვიმა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, ადიდებულმა მდინარემ კიდევ უფრო გაართულა ზოგადი ვითარება. კომპანია სვანეთი ჰიდროს ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ხეობის გასაწმენდად.

ადგილზე იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს მესტიაჭალა 1 ჰესის ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის პირველადი დათვალიერება. დღეს, სტიქიის არეალს და მესტიაჭალის ხეობის პერიმეტრს სვანეთი ჰიდროს წარმომადგენლები და გეოლოგები შეისწავლიან.

წყლის ნაკადის შემცირებისთანავე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაიწყებენ მესტიაჭალა ჰესი 1-ის ინფრასტრუქტურაზე გაწმენდით სამუშაოებს და ზიანის დადგენას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930