26-07-2019
მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.
მან ძალიან იოლად მოახერხა მეოთხედფინალში ფრანგი ჟერემი შარდის დამარცხება.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა დათმო და შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა.
ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში მეორე განთესილ გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და სერბ ფილიპ კრაინოვიჩს შორის მოგებულს შეხვდება.