26-07-2019
საქართველოში პირველად აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 Poseidon-ი ჩამოფრინდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ ისტორიული ვიზიტისას P-8 Poseidon-მა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა.
„საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას“, - აღნიშნავენ საელჩოში.
8-01-2021
23-10-2020
25-02-2021
23-02-2021
25-02-2021
23-02-2021