26-07-2019
ტურიზმის სექტორი ე.წ. სტიმულირების პროგრამას (დადგენილება #345; დადგენილება #331), რომლითაც ქვეყანაში რუსეთიდან, ლონდონიდან და ბრიუსელიდან ავიარეისების სტიმულირება და ტურისტების შემოყვანა იგეგმება დადებითად აფასებს. ტურისტული კომპანია APG Georgia-სხელმძღვანელი იაკო ხომერიკი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ავიასანქციების დაწესების შემდეგ, წარმოქმნილი კრიზისის აღმოსაფხვრელად ხელისუფლების ქმედებები იყო მყისიერი.
“მე როგორც საერთაშორისო ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანია, მიმაჩნია, რომ რუსეთის მიერ ავიასანქციების დაწესების გამო, კერძო სექტორი ძალიან დაზარალდა. დაზარალდნენ როგორც ავიაკომპანიები, ასევე ტურიზმის სექტორი და სტუმართ-მასპინძლობის სხვა ერთეულები.
კერძო სექტორმა დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართა და ამის შემდეგ კერძო სექტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის უამრავი შეხვედრა გაიმართა, რათა მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილებები, თუ როგორ გამოსულიყვნენ ამ კრიზისიდან. მოთხოვნებს შორის იყო ჩარტერული ავიარეისებისა და შატლების დანიშვნა.
საბოლოო ჯამში შატლების დანიშვნას ავიარეისების სტიმულირება ამჯობინეს, რაც საკმაოდ სწორი დამართებული გადაწყვეტილება იყო. კერძო სექტორი მოთხოვნების დაყენებისას არსებული რეალობიდანუნდა გამოვიდეს და ობიექტური უნდა იყოს.
მთავარია არ შეილახოს ქვეყნის უსაფრთხო იმიჯი, რისთვისაც მოქმედებაა აუცილებელი. ჩემი აზრით, ასეთი კრიზისული ვითარებისას სახელმწიფომ ძალიან დროულად იმოქმედა და მიიღო კერძო სექტორის დახმარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“, აღნიშნა კომპანია APG Georgia-ს დირექტორმა იაკო ხომერიკმა, რომლის კომპანიაც საქართველოში წარმოადგენს ისეთ ავიაკომპანიებს, როგორებიცააAir France-KLM-ი, AtlasGlobal-ი და Uzbekistan Airways-ი.
„სტიმულირების პროგრამასთან“ დაკავშირებით ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანია აცხადებს, რომ კარგიიქნებოდა, რომ სტიმულირება და დასუბსიდირება არა ავიაკომპანიების, არამედ ტურისტული კომპანიების დონეზე ყოფილიყო, რათა მათ შემდგომ შესძლებოდათ სასურველ მიმართულებაზე ავიაკომპანიებისგან ჩარტერული ავიარეისები ეყიდათ.
თუმცა იაკო ხომერიკი ამბობს, რომ ეს გზა საბოლოოდ პრობლემის მოგვარებას გაართულებდა.
„პირდაპირ, რომ მომხდარიყო ტურისტული კომპანიების დასუბსიდირება, იმდენი ასეთი კომპანიაა, რომ სტიმულირების მოხდენა ძალიან გართულდებოდა, გაიშლებოდა და გაფართოვდებოდა. ამ ფონზე კირთული იქნებოდა საბოლოო ჯამში კონტროლი. რეალურად სტატისტიკის გაკეთება, თუ სად, როგორ და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები“, აცხადებს იაკო ხომერიკი.
APG Georgia-ს ხელმძღვანელს უჭირს წინასწარი პროგნოზის გაკეთება, „სტიმულირების პროგრამის“ ფარგლებში რუსეთიდან შემოყვანილ თითო ტურისტზე ბიუჯეტიდან გადახდილი 90 ევრო მინიმუმ ეკვივალენტია თუ არა იმ ხარჯებთან, რასაც რუსი ტურისტი საქართველოში ხარჯავს, რადგანაც იაკო ხომერიკის თქმით, საქართველოს მაღალმხარჯველი რუსი ტურისტიც სტუმრობს და შედარებით დაბალმხარჯველი რუსი ტურისტიც.
„საქართველოში არის რეგიონები და ობიექტები, რომლებიც რუსულ ტურისტზე არიან დამოკიდებულები. თბილისში და ბათუმში ბევრი ისეთი მიმართულებაა, რომელიც რუსეთიდან ჩამოსულტურისტზეა დამოკიდებული. ბათუმის მაგალითზე, ევროპელი ნაკლებად ჩამოვა ბათუმში, იგივე ამინდის თუ სხვა მიზეზების გამო. ჩემი აზრით, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები გაცილებით მაღალმხარჯველუნარიანები არიან და შეიძლება ვერ შევადარო ამერიკელ ან იაპონელ ტურისტებს, მაგრამ საქართველოში ისინი ხარჯავენ. ასე ზეპირად რთულია იმაზე საუბარი ის 90 ევრო უდრის თუ არაიმ თანხას რასაც რუსი ტურისტი დახარჯავს. არის მაღალმხარჯველიანი რუსი ტურისტი და არის ასევე დაბალმხარჯველიანი რუსი ტურისტიც. გადაჭრით ვერ იტყვით, რომ რუსები საქართველოში არ ხარჯავენდა ამერიკელი ტურისტები ხარჯავენ. ამერიკელიც ჩამოდის საქართველოში ზურგჩანთით და რუსი ტურისტიც სტუმრობს საქართველოს ზურგჩანთით“, განმარტავს იაკო ხომერიკი.