გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსებმა საქართველო დასვენებისთვის უსაფრთხო ქვეყნად დაასახელეს

26-07-2019

ყველაზე ხშირად რუსი ტურისტი ბავშვები ბულგარეთში ხვდებიან ცუდად, საქართველო კი ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

ამის შესახებ კვლევა რუსულმა სადაზღვევო კომპანიამ ჩაატარა. კომპანიამ გაანალიზა 2017-2018 წლებში დაზღვევის მქონე ბავშვების მშობლების მიმართვიანობა სამედიცინო დახმარებისთვის. 

ანტირეიტინგის პირველ ადგილზე ბულგარეთი აღმოჩნდა, სადაც ტურისტად მყოფი ბავშვები 8-დან 17 წლამდე ყველაზე ხშირად ხდებიან ავად. მეორე ადგილზე თურქეთია, სამეულს კი ესპანეთი ასრულებს. ანტირეიტინგში შემდეგ მოდის კვიპროსი და ტაილანდი. 

მიღებული მონაცემების გაანალიზებით, სადაზღვევო კომპანიამ განაცხადა, რომ საქართველოსა და ინდონეზიაში ტურისტად ჩასული ბავშვები ყველაზე იშვიათად ხდებიან ავად. სიაში ასევე არიან ისრაელი, ავსტრია და საფრანგეთი. 

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო 3 მილიარდი რუბლის (47 266 00 დოლარი) ზარალს ელოდებიან. 

ამ აკრძალვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ „ატლასგლობალი“ მომხმარებლებს მოსკოვი-თბილისის რეისებს სტამბოლის გავლით სთავაზობს.

ვლადიმერ პუტინის ბრძანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, რომლის წინაპირობაც თავის მხრივ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი სიტყვით მიმართვა გახდა. 

ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე: https://www.interfax.ru/world/670568

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930