27-07-2019
ირაკლი ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში
მონაწილეობის გამო ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მთავარი სამმართველო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დატოვა.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სსსკ-ის225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა.
გავრცელებულ ინფორმაციით, პროკურატურას 48 საათი აქვს იმისათვის, რომ საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნისათვის მიმართოს. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ყოფილ მინისტრს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით წარედგინა.
"ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში ზოგიერთებმა დაიწყეს ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თითქოს მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ", - განაცხადა უფლებადამცველმა.
მისივე თქმით, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, არის, როგორც ყოველთვის, პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ჩვენებები.
"ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა. სულ ცოტა, ათამდე მოწმე გვყავს, რომლებიც დილამდე მის გვერდით იყვნენ და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ანალოგიური ბრალდებით 6 ადამიანს ოფიციალურად უკვე წარედგინა ბრალი. მათთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ დღეს იმსჯელებენ.