27-07-2019
უფლებადამცველი, გიორგი მუხიგულაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, ეკა ბესელიასა და მის შვილს შეეხება.
გიორგი მუხიგულაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„ეკა ბესელიას ვაჟს, სახელგანთქმულს თავისი "ოინებითა" და "გმირობებით" ერთი მეტად საინტერესო მორიგი ისტორია გადახდა თავს: ერთხელაც, მთვრალი თუ გაგნგრეულ კაფში მყოფი, თავის 2 ძმაკაცთან ერთად ვაკეში "აბირჟავებდა". რაღაც მიზეზთა გამო (ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს) ბესელიას ვაჟსა და მის თანმხლებ პირებს "შუხური" მოუვიდათ. მოვიდა პოლიცია, შეადგინეს ოქმი. ბესელიას ვაჟმა მე დეპუტატის შვილი ვარო, იკივლა, იწივლა. ჯერ დედამისს დაურეკა და შემდეგ შს მინისტრს ეკაჩავა (მინისტრმა, როგორც ამბობენ, თავად გადმოურეკა, ბესელიას ზარის შემდეგ).
მოკლედ, საბოლოო ჯამში ბესელიას ვაჟი გამოძვრა, მეორეც გამოძვრა, ოღონდ ერთი თუ ორი კვირა ახეხინეს, აი, მესამეს კი "ატ ზვანკა, და ზვანკა" უნდა მოეხადა წესით.
"ასკოლკები" გზადაგზა ჩამოყარეს და ჯგუფურში აღარ გადიოდა. მოკლედ, წამალზე გაუშვეს, წელიწადნახევარი იჯდა და ბოლოს საპროცესოთი გამოუშვეს. ბესელიამ კი, მიუხედავად იმისა თავისი შვილის ძმაკაცს დაპირდა გიპატრონებო, შუა გზამდეც არ მიჰყვა - გაწირა. ახლა მთავარი: ეს ყველაფერი „რუსთავი 2“-მა გადაიღო, თუმცა კადრები დღემდე არ გაუსაჯაროვებია ამ მეტად სამართლიან ტელევიზიას. როგორც ამბობენ, ბესელია-გვარამია ე.წ. კონფიდენციალური შეხვედრისას გარიგდნენ - შენც ჩუ, მეც ჩუ და როცა საჭირო იქნება ჩვენმა ხელებმა, ჩვენი პირიც და "იმის" სახეც განბანოსო. ასე იყო ეს ამბავი და თუ ბესელია იტყვის, ტყუილიაო, მისი შვილის ძმაკაცების გვარებს ავაფარებ სახეში“, - წერს მუხიგულაშვილი.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=153174265801314&id=100033262235604