28-07-2019
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის საგზურიც მოიპოვა.
დაძაბული მატჩი 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და საბოლოოდ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა - 6:4, 4:6, 7:6.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილზე იმყოფება.
ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში რუს ანდრეი რუბლევს შეხვდება. რუბლევი რეიტიგნში 78-ე პოზიციას იკავებს.
ჰამბურგის ტურნირში გამარჯვებული 1.8 მილიონ ევროსა და 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.