გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
World atlas-ის სტატიაში საქართველოს წამყვანი 4 ინდუსტრიაა წარმოდგენილი

28-07-2019

"საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც კავკასიის ევროპულ ნაწილში მდებარეობს და დაახლოებით 69 ათას 700 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი მოსახლეობა 3 მილიონ 718 ათასს უტოდლება, ხოლო დედაქალაქი - თბილისია", - ეს ამონარიდია იმ სტატიიდან, რომელიც World Atlas-მა საქართველოსა და მისი წამყვანი ინდუსტრიების შესახებ დაწერა.


World atlas-ის სტატიაში საქართველოს წამყვანი 4 ინდუსტრიაა წარმოდგენილი. მათგან ერთ–ერთი სამთო-მოპოვებითი საქმიანობაა.


სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ ამ მიმართულების ათვისება საუკუნეების წინ დაიწყო. ქართველები ოქროს, ბრინჯაოს, თითბერის, რკინისა და სპილენძის მოპოვებით საქმიანობას ეწეოდნენ. World atlas იმასაც ამბობს, რომ საქართველო მანგანეზის მსხვილი მომპოვებელიც იყო, ქვეყანაში სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი 300-ზე მეტი ლოკაციაა, თუმცა მათგან მხოლოდ 50% არის ათვისებული.


„საქსტატის“ მონაცემებს თუ გადავხედავთ, სამთომოპოვებით მრეწველობის სექტორი 2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იანვარ-მარტთან შედარებით 3,8%-ით არის შემცირებული.


სტატიასში გამოყოფილია სოფლის მეურნეობაც, რომელიც ქვეყანაში ჯამში, მოსახლეობის 55%-ს ასაქმებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოში არსებული ნიადაგი და კლიმატი სასოფლო-სამეურნეო სექტორს, ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ სფეროდ აქცევს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.1%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სასოფლო-სამეურნეო სექტორი საბჭოთა კავშირის დაშლისა და სამოქალაქო არეულობის შედეგად დაზარალდა, მაგრამ დარგი ნელ-ნელა უმჯობესდებოდა და განსაკუთრებით მევენახეობა და მეღვინეობა განვითარდა, რაც ამ სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.


მნიშვნელოვან სექტორად მიიჩნევა ტურიზმიც, რომელიც როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6,7%-ია და ამ სექტორიდან ქვეყნის შემოსავლი 1.94 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. 2018 წელს საქართველომ 8,7 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა.


როგორც world atlas-ი წერს, 2018 წელს ყველაზე მეტი ტურისტი ქვეყანამ რუსეთიდან (1,404,757), აზერბაიჯანიდან (1,424,610), თურქეთიდან (1,098,555) და სომხეთიდან (1,268,886) მიიღო. სტატიის ავტორების შეფსებით, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელდება ტურისტული ლოკაციების ინფრასტრუქტურულად გამართვაში.


სტატიის ავტორის თქმით, საქართველო 2025 წლისთვის 11 მილიონი ვიზიტორის მასპინძლობას გეგმავს, შემოსავალის სახით კი ამ დროსთვის ქვეყანა 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.


კიდევ ერთი სექტორი, რომელიც გამოცემამ გამოყო, ენერგეტიკაა და წერს, რომ საქართველოს გააჩნია ფართო ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, რაც სერიოზულ შანსს აძლევს ქვეყანას, რომ რეგიონში ელექტროენერგიის მიმწოდებელი გახდეს, ხოლო აქ არსებული 26 ათასი მდინარიდან, 300 მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოების კუთხით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930