28-07-2019
"ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკაა, ყველა დანაშაული, რასაც თვითონ სჩადიოდა, გადააბრალოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამისთვის იყენებს პარტიულ რუპორს, "რუსთავი2-ს", - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს 24 ივლისს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ.
როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ვიდეო, რომელიც გასაჯაროვდა, ცხადყოფს, როგორ ცდილობენ ექიმები დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად პატიმრის გადარჩენას და რომ რუსთავი 2-ის და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ტყუილი გოაშკარავდა.
,,ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკაა, ყველა დანაშაული, რასაც თვითონ სჩადიოდა, გადააბრალოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამისთვის იყენებს პარტიულ რუპორს, რ2-ს. უპირველეს ყოვლისა მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს და გულწრფელად გამოვთქვა სინანული ადამიანის დაღუპვის გამო. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ, გასაჯაროვებული ვიდეო მასალით საზოგადოებამ კარგად დაინახა რეალური სურათი, თუ როგორ ცდილობდნენ ექიმები პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად პატიმრის გადარჩენას, არა წამებას, როგორც ამას სააკაშვილის რეჟიმი ახდენდა, არამედ გადარჩენას. რ2 ის და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება გამოაშკარავდა. მართალია გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გაეცემა კონკრეტული პასუხი, თუმცა უკვე ნათელია რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რის საშუალებასაც თვითონ საზოგადოება არასდროს აღარ მიცემს მ. სააკაშვილს და "რ2-ს“, - წერს დავით მათიკაშვილი.