28-07-2019
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დღევანდელ ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ტურნირზე შარშანდელ ტიტულს იცავდა. მან მატჩი საათსა და 10 წუთში მოიგო ანგარიშით - 7:5, 4:6, 6:3.
ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით კარიერაში მესამე ტიტული მოიპოვა.
ორშაბათიდან განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ მე-16 პოზიციას შეინარჩუნებს.