გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოკოთი ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

29-07-2019

ლენტეხის რაიონში, სოკოთი ინტოქსიცაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 
ორი, 76 და 67 წლის პაციენტი მკურნალობას ქუთაისში, რეფელარულ საავადმყოფოში აგრძელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებათ. 

„ლენტეხის რაიონში, სოკოთი, პაციენტების ჯგუფური მოწამვლის შემთხვევა აღინიშნა. ერთი პაციენტი გარდაიცვალა ადგილზე, მოწამვლიდან ნახევარ საათში. ჩვენთან მოთავსებულია ორი ადამიანი. ორივე კრიტიკულ მდგომარეობაშია. იმყოფებიან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად ესაჭიროებათ მედიკამონტოზური დახმარება“, - განაცხადა ქუთაისის რეფელარული ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა, დავით ჯანაშიამ.

მომხდარზე გამოძიება 115 - ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930