გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერმა კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

29-07-2019

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც კაპიტალურად მოწესრიგდა.

"სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. პირველ რიგში, მძიმე მდგომარეობა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, შესაბამისად, პირველი ეტაპის სამუშაოები მათი მოწესრიგების მიმართულებით დავიწყეთ. შემოვიდა ყველა კომპანია, რომელსაც მიწის ქვემოთ აქვს განთავსებული კომუნიკაციები. საუბარია "ჯივიპი"-ზე, "თელასსა" და "ყაზტრანსგაზზე". ყველა კომპანიას ჰქონდა პრობლემები სამუშაოების წარმოების დროს, სწორედ ამიტომ ვერ დასრულდა ეს პროექტი ამ დრომდე. 6 აგვისტოსთვის დაიგება პირველი ფენა, მთლიანად მოასფალტდება კანდელაკის ქუჩა, ხოლო ბუდაპეშტზე ქვედა ფენები უკვე დასრულებულია, ახლა მოხდება ჭების ამოწევა და ქუჩა გამზადდება ზედა ფენების დასაგებად. გარდა ამისა, კომპანია "თელასმა" დაიწყო მუშაობა და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადმოკიდებული, მიწისქვემოთ ჩავა; დაიწყება საფეხმავლო ბილიკების, ტროტუარების მოწესრიგება და 6 აგვისტოსთვის გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება პროექტის სრულად დასრულებას, თავისი ლედგანათებებით, ტროტუარების კეთილმოწყობით, აგვისტოს ბოლოს მოხდება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ იგივე მიდგომაა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ მოწესრიგებას გულისხმობს და არა უბრალოდ ასფალტის ახალი საფარის გადაგებას. 

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, მათ შორის, კანდელაკის ქუჩის მცხოვრებლებს მხარდაჭერისთვის და სამუშაოების გამო გამოწვეული დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930