გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

29-07-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში და საქართველოში უკანონო შემოტანაში ბრალდებული უცხოეთის მოქალაქე ა.რ. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.რ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2522,870292 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, რომელიც 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.რ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,-შენახვა-გასაღება) და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა).

ა.რ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930