29-07-2019
ბათუმში, აღმაშენებლის 2 ნომერში, სადაც ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ადგილზე გადასაღებად მისულ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორს მშენებლობაზე დასაქმებულმა ქვა ესროლა.
ოპერატორს გადაღების უფლებას არ აძლევდნენ.
ახალგაზრდა კაცს ქვის სროლის შედეგად თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. პირველადი დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგდამ გაუწია.
ოპერატორმა რეაგირებისთის სამართალდამცველებს უკვე მიმართა.