გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ ლალიაშვილი: 2019 წლის 18 ივლისს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ტრამპმა გაიმარჯვა საქართველოში, 3 წელი დასჭირდა იმას, რომ ეპოქალური ცვლილებების ექოს ვაშინგტონიდან თბილისამდე ჩამოეღწია

29-07-2019

იქონიებს თუ არა გავლენას ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის მიმდინარე ცხარე დისკუსია საქართველოზე. როგორ აფასებენ პროცესს ქართულ საექსპერტო წრეებში და როგორ ესმის საქართველოში უფლებადამცველ მესამე სექტორს ადამიანის ძირითადი უფლებები, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია ,,იმედის“ სიუჟეტში საუბრობს, რომელიც აშშ-ში კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის მიმდინარე დისკუსიას ეხება. 

,,ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა, რამაც დაასრულა პოლიტკორექტულობის დიქტატი, გამოამჟღავნა მეინსტრიმული მედიის სიყალბე დ ფეიქ - ნიუსები, რომლის ტირაჟირებაც ხდებოდა და რაც მთავარია გაანულა სოციოლოგია, რადგანაც თითქმის ყველა სოციოლოგიური კვლევა არჩევნებამდე ერთი დღით ადრეც კი ამბობდა, რომ ტრამპი ვერ გაიმარჯვებდა“- აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.

ლალიაშვილი იხსენებს 2016 წლის ნოემბერს, როდესაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით გაიმართა მიღება. 
,,ამ მიღებაზე თქვენ ნახავდით ტრაურში მყოფ ადამიანებს. ეს იყო მათთვის შოკი და კატასტროფა ისევე , როგორც ვაშინგტონში ტრამპის გამარჯვება დემოკრატიული პარტიისთვის და ლიბერალური კონგლომერატისთვის შოკი იყო, ბრძოლა ტრამპის წინააღმდეგ გაასმაგდა და ეს ბროლა ამერიკის ფარგლებსაც გასცდა“,- აცხადებს ლალიაშვილი

ექსპერტი საუბრობსიმაზეც, რომ ტრამპის მოწინააღმდეგეთა დღის წესრიგი საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც ირეკლება და მედიის, საექსპერტო წრეების თუ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, საქართველოშიც ამერიკის ისტებლიშმენტში უკვე კარგად აპრობირებული მეთოდებით იბრძვიან. 

,, არანაირი სამოქალაქო სექტორი სინამდვილეში არ არსებობს. ეს არის მათ მიერ გამოგონილი რაღაცა რეალობა, რომელშიც თუ ეწერები უნდა აგინებდე ბიძინა ივანიშვილს , უნდა აგინებდა პატრიარქს და უნდა იზიარებდე იმ აზრს, რომ უმცირესობებმა უნდა მოახდინონ დომინირება უმრავლესობაზე. სინამდვილეში ყველაფერი უკუღმაა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ პოლიტიკურ დაკვეთებს იმ ლიბერალური ჯგუფებიდან, რომელსაც დიდწილად პოლიტიკურ კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტია მართავს , რომელიც ძირს უთხრის და ებრძვის დონალდ ტრამპს“,- მიიჩნევს ექსპერტი. 

მისი თქმით 18 ივლისს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. 
,,აღმოჩნდა, რომ დასავლეთი არანაირად არ არის ნიკა გვარამია, მიშა სააკაშვილი და ის მარგინალური ძალები, რომლებიც შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ დაგმონ პატრიარქი. 2019 წლის 18 ივლისს ტრამპმა გაიმარჯვა საქართველოში. 3 წელი დასჭირდა იმას, რომ ეპოქალური ცვლილებების ექოს ვაშინგტონიდან თბილისამდე ჩამოეღწია“,- აცხადებს ნიკა ლალიაშვილი. 

,,იმედის კვირის“ სიუჟეტის თანახმად, აშშ-ში ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის დაწყებული ცხარე დისკუსია 3 კვირაა გრძელდება. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ადამიანის უფლებათა საკონსულტაციო კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა და მისი ხელმძღვანელიც წარადგინა. მერი ენ გლენდონი ვატიკანში აშშ-ს ყოფილი ელჩი და ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორია. ის ავტორია წიგნისა გაეროს 1948 წლის ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ. კომისიის ხელმძღვანელად წარდგენის დღეს გლენდონმა თქვა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები ხშირად არასწორად ესმით და მისით მანიპულირებენ. კომისიის შექმნას მაშინვე მოყვა მწვავე განცხადებები ადამიანის უფლებათა დამცველი ცალკეული ჯგუფების მხრიდან. ისინი აცხადებენ, რომ კონსერვატორი ტრამპის ადმინისტრაციის ეს ინიციატივა შესაძლოა ერთსქესიანთა ქორწინების და აბორტის უფლების აკრძალვის საშუალებადაც იქცეს. აშშ-ს სამოქალაქო კავშირის ხელმძღვანელმა ისიც კი თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მარგინალიზებულ თემთა უფლებების გზაზე ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესის დამხობის მცდელობაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930