29-07-2019
ტრამპის ფიგურამ და ტრამპმა თავის უპრეცედენტო რიტორიკით და მართლის თქმის პრინციპით ყველაფერი ზედაპირზე გამოიტანა,- ასე აფასებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის მიმდინარე ცხარე დისკუსიას.
მისი ვარაუდით, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ საზოგადოებაში ათწლეულების მანძილზე დაგროვდა ის, , რასაც თვითონ ამერიკაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ანალიტიკოსები ე.წ „კულტურათა შორის დაპირისპირებას უწოდებენ .
შათირიშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც საუბრობს და აღნიშნავს , რომ ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს და სიტყვის თავისუფლების არსებობა.
,,მთელი ეს რიტორიკა, რომელიც იყო აგებული იმაზე რომ საქართველოში სასამართლო არ არის და საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება, სისტემურად, სტრასბურგი ამბობს რომ საქართვლოში არის როგორც დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე არის სიტყვის თავისუფლება. ოთხელემენტიანი, ოთხსაფეხურიანი ეს იერარქია, რომელიც შედგებოდა - რუსთავი 2-ის, არასამთავრობო ირგანიზაციების, „ნაცმოძრაობისა“ და პლუს ზოგიერთი უცხოური უცხოური ორგანიზაციისაგან - აღმოჩნდა რომ მთელი ეს სისტემა ერთ დღეში ჩამოიშალა“,- აცხადებს ზაზა შათირიშვილი.