გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალგეთის ეროვნულ პარკში ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა

30-07-2019

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა.


გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო „თოკების პარკი“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, RDFG-ის დაფინანსებით მოეწყო.


ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა, რომელიც დაშბაშის, ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს მოიცავს. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ უხვადაა უძველესი და შუა საუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლები.


ეროვნულ პარკში ამჟამად ერთი ეკოტურისტული ბილიკი „სამეფო ქედია“ მოწყობილი.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930