30-07-2019
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის გადაწყვეტილებით, ანანურის კომპლექსის ყველაზე დაზიანებულ უბნებსა და ადგილებზე ვიზიტორებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
ადგილზე ჩავლენ საპატრიქრქოს, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეირჩევა კონკრეტული არეალები, სადაც ვიზიტორებისთვის მიმოსვლა შეიზღუდება.
ტაძარი და კომპლექსი გახსნილი იქნება, მაგრამ სანამ სრულფასოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდება, რომელიც 2020 წლისთვისაა დაგეგმილი, მანამდე ძეგლზე სიარულის გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს.