გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორს სასამართლომ 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

30-07-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.


სასამართლოს ინფორმაციით, შონიას 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.


ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.


„სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, სახლმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“, - ამბობენ სასამართლოში.


შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით მიმდინარეობდა.




https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930