30-07-2019
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში
გაცემულია 4991 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,0 პროცენტით
მეტი) 3520,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 17,5 პროცენტით მეტი). ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3
რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7
პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 11,1 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე ნაწილდება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური
საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების,
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური
საცხოვრებელი კომპლექსები.
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ,
36,4 პროცენტი ქ. თბილისზე, 15,0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - ქვემო
ქართლის რეგიონზე ნაწილდება.
სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1370,6 ათასი კვ.მ
ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6 პროცენტით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან
შედარებით 6,3 პროცენტით მეტი).