30-07-2019
31 ივლისს, 15:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მის: პეკინის #40) გამოვლინდება საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 5 ქართული ფილმია წარმოდგენილი:
ნინო ჟვანიას “აღლუმი”
მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”
დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”
გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს. კომისიის წევრები არიან:
გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”
სულხან თურმანიძე – პროდიუსერი
ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი
ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი
სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი
გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი
არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი
თემურ ჩხეიძე – რეჟისორი
ნატა მურვანიძე – მსახიობი
გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.