გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა გვენეტაძე: შოკები პატარა ზომის ღია ეკონომიკისთვის ყოველთვის მოსალოდნელია

30-07-2019

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა საგარეო შოკს განიცდის და ლარის გაუფასურების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.

„დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტების მოსალოდნელი შემოდინება შემცირებულია და ეს ფაქტობრივი რიცხვებითაც დასტურდება. საქართველოში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოდიოდა. ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ლარის გაცვლით კურსზე. ეს არის მტკივნეული პროცესი. შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი პატარა ზომის ღია ეკონომიკისთვის. 
მიმართულება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დედოლარიზაცია. შემოსავალი თუ არის ეროვნულ ვალუტაში, სესხებიც უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია. ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რომ ნაკლები დანაკარგებით მოხდეს ასეთი სიტუაციების გადატანა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კურსის განვითარება გავლენას მოახდენს ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი გამოიყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს, რითაც გავლენას მოახდენს პროცესებზე. 

„ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი, ეს არის ინფლაცია. დაბალი და სტაბილური ინფლაცია. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც მოვახდენთ გავლენას და განვახორციელებთ ამ ზომებს. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930