30-07-2019
ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჭის წმენდის დროს მიწა ჩამოიშალა და კაცი მოიყოლა.
მისი შვილის ინფორმაციით, შემთხვევიდან რამდენიმე ხანში მას მამის ხმა ესმოდა, თუმცა ახლა მისი ხმა აღარ ისმის.
მამა-შვილი ჭის წმენდაზე მუშაობდა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 124-ე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით მუხლით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
~