30-07-2019
2019 წელს, ნადირობის სეზონი ერთი კვირით უფრო გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მიიღო.
სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, სამეცნიერო წრეებთან ერთად, გადამფრენი ფრინველების ზრდა-განვითარების ციკლის გაანალიზების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია, ნადირობის სეზონის გახსნის გონივრულ თარიღად აგვისტოს ბოლო შაბათის დასახელება.
გადაწყვეტილებას პროფესიონალ მონადირეთა უმრავლესობაც დაეთანხმა.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ:
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/15816?fbclid=IwAR3IpzaLXcQKGxQSpjsk27ywSE-Zyk_y5EdSLhqVONSvF3yXNf2BJ9sMy8c