30-07-2019
20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული დავით ფარადაშვილი რეაბილიტაციას გერმანიაში გააგრძელებს.
პაციენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააცილა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა.
საზღვარგარეთ დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის სულ 11 პაციენტი გაემგზავრა. მათგან 10-მა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ხოლო ერთი ამ დრომდე ისრაელის კლინიკაში რჩება. თითოეული მათგანის საზღვარგარეთ მკურნალობა ფონდმა „ქართუმ“ სრულად დააფინანსა