გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40% შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა

30-07-2019

„რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40% შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.


„შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი „რუსთავი 2“-ის, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე. მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება საუბარი ვერ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია, მოვიფიქრებ.


დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, აბსოლუტურად კონსტრუქციული. ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს. ამიტომ, შეხვედრები გაგრძელდება, შეიძლება ბევრჯერ შევხვდეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, თუმცა საქართველოს პირველი არხის ფოტოკორესპონდენტმა რამდენიმე კადრის გადაღება მოახერხა.


შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ჯარჯი აქიმიძემ ითხოვა.


ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.

როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, ისინი ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. „იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე“, – აღნიშნა დავით დვალმა.




https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930