ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ახალი დეტალები როსტომაშვილის ცემის საქმეში - რას ითხოვს პროკურატურა და რა არგუმენტები აქვს დაცვის მხარეს
22-12-2017
იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმე - პროკურატურა დამატებითი მტკიცებულებებისკერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის ითხოვს.
საქმის პროკურორი ბესიკ ქვარცხავა არნიშნავს, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ ქუთელიას მობილურ ტელეფონს.
”მიმდინარეობს მტკიცებულებების მოკვლევა, როგორც მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების. დამატებითი მტკიცებულება ეხება ექპსერტიზის დასკვნას. ეს არის მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია, მათ შორის მიმოწერა და ფოტომასალა”, - განაცხადა ბესიკ ქვარცხავვამ.
დაცვის მხარის თქმით, ისინი არ იცნობენ აღნიშნულ მტკიცებულებას და მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რათა გაცნობოდნენ მტკიცებულებას.
”საჭიროა გავეცნოთ მასალას. ექსპერტიზის დასკვნა თავისთავად არასრულყოფილია, თუ მას მტკიცებულება არ ახლავს. ამ მტკიცებულებას ჩვენ არ ვიცნობთ, გავეცნობით და საკუთარ პოზიციას შემდეგ სხდომაზე დავაფიქსირებთ”, - განაცხადა ზურაბ ქუთელიას ადვოკატმა ლელა ქოჩიაშვილმა.
დავით როსტომაშვილის თავდასხმაში ბრალდებულების ბექა კირვალიძის, ზურაბ ქუთელიასა და არტემ აგაჯანოვის სასამართლო 11 იანვარს გაიმართება.
წყარო: newposts