გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: დედაქალაქი „ევრობასკეტი 2021“-ს ღირსეულად უმასპინძლებს

30-07-2019

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ღირსეულად უმასპინძლოს.

როგორც მერმა „ევრობასკეტი 2021“-ის მასპინძლობის უფლების მოპოვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი სპორტული მოვლენა საქართველოში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციას, ისე სპორტის განვითარებას. 

„მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რადგან მე გამოცდილი მაქვს, რას ნიშნავს, იყო სპორტსმენი, რამდენი შრომაა საჭირო წარმატების მისაღწევად, მაგრამ ერთია მონდომება და თავდაუზოგავი შრომა, თუმცა აუცილებელია გქონდეს ინფრასტრუქტურა და ხელშეწყობა. ჩვენი სახელმწიფო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა სპორტის განვითარებას, პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელი შევუწყოთ. ამის მაგალითია ქვეყანაში განხორციელებული უამრავი პროექტი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2021 წლისთვის დედაქალაქში 15 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სპორტის სასახლე აშენდება. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სპორტული პროექტი, ასევე, ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. მე, როგორც ამ ქვეყნის შვილს, დედაქალაქის მერს, უბრალო, რიგით მოქალაქეს მეამაყება, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ჩვენ, ქართველები, ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ და ამ ნიჭს ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდება, რაც გამოიხატება იმ პროექტებით, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. მინდა, გითხრათ, რომ დედაქალაქი ყველა მიმართულებით მომზადებული იქნება, რათა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კალათბურთელები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
საქართველომ 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება 15 ივლისს, მიუნხენში გამართულ ფიბა ევროპის გენერალურ ასამბლეაზე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საკალათურთო ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მე-5 ევრობასკეტი იქნება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930