გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კრაზანის ნაკბენით ორი ადამიანი გარდაიცვალა

31-07-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია  ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაადასტურა.


შემთხვევები სოფლებში, ბოსლევსა და ცხრაწყაროში მოხდა.


„ვადასტურებ ტრაგიკულ ორივე შემთხვევას. პირველი მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა. მამაკაცი სოკოს საკრეფად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე კრაზანამ დაკბინა და მისი გარარჩენა ვერ შეძლეს. მეორე შემთხვევაში, მამაკაცი მინდორში იმყოფებოდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ შეძლეს და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, საგანგაშო ვითარება არ არის, ეს მხოლოდ დამთხვევაა“, - აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.




https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031