31-07-2019
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
ფესტივალი წელს 23 სექტემბერს დაიწყება და 24 ოქტომბერს დასრულდება.
საერთაშორისო პროგრამას ცნობილი მოცეკვავეების, ჯოუელ ბრაუნისა და ივ მაცოს დუეტი გახსნის ბრიტანეთიდან. პროგრამაშია თეატრალური დასების წარმოდგენები ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან.
თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ტრადიციულად, წარდგენილი იქნება ქართული სპექტაკლების პროგრამაც.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიამ დააფუძნა.