გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება

31-07-2019

ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, ორი ტიპის ვაუჩერი გაიცემა. მათგან ერთი განკუთვნილია ავტომანქანის ფერის შეცვლისთვის, ხოლო მეორე - ინტერიერის ქიმიური წმენდისთვის. 

„ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილებ მეორე ვაუჩერზე, რომელიც ასევე უფასოა. მინდა მივმართო A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მფლობელებს, რომ ისარგებლონ ამ ვაუჩერით. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ინფორმაცია მიიღოთ taxi.tbilisi.gov.ge-ზე, თუ სად შეგიძლია მიიღოთ ეს ვაუჩერები და სუფთა, მოწესრიგებული ავტომანქანებით მოემსახუროთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930