31-07-2019
უკვე თვეზე მეტია კომპანია "ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლები კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ხელფასის მატებას ითხოვენ.
გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, აღნიშნულის პასუხად დამსაქმებელმა ათამდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
„რადგან უშედეგო აღმოჩნდა ყოველი ცდა რომ პრობლემა მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტილიყო, დასაქმებულები გადაწყვიტეს გაფიცულიყვნენ. გაფიცვის მოთხოვნებია: - ხელფასის მატება 25%-ით - გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა - გარანტია, რომ გაფიცვაში მონაწილე არცერთი დასაქმებულის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება“-ნატქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია დღეს 15:00 საათზე კომპანიის შენობის წინ გაიმართება.(მექანიზაციის ქუჩა)